28 November 2009
week-end
ჩუსტებით მოხიბლული და იმით რომ არ მელოდებოდა არავინ არსად…ისიც რომ არ არსებობს ლიმიტები მაშინ როცა გინდა რომ არ იარსებოს თბილი ლოგინიდან თბილ საჭმელამდე და პერმანენტულად ერთი და იგივე… Ray Parker Jr - Ghostbusters და მონატრებული დაქალები… აჯანყება ასეთი დასვენების ფორმისადმი და თურმე სადღაც სადაც დაქალებთან ერთად თუნდაც დაიღლები ჭორაობით მირჩევნია… და სადღაც ნახევარ საათში acid bar-ის გაბუღული დარბაზი მოყაყანე თაობა,მოკალათებული ჩვენ,დეგუსტაციისთვის რამდენიმე კოქტეილი და რამოდენიმე საათი მომქანცველი ჭორაობა სიამოვნებას რომ გგვრის..ემოციური და ამბიციური სხვადასხვა მიმართულება…და თავად თხა :))ისეთი სინქრონულები ვართ ხანდახან აფსოლიუტურად განსხვავებულნი არადა…ახალი გეგმები მომავალი weekendisa,მოსაზრებები რომ კარგია თავისუფლება და მაინც როგორი კარგია რომ ემოციური შეყვარებულია,ერთერთი კამათი და ჩვენი სიმშვიდე შერეული ხმა რომ ყველაფერი კარგათ იქნება… ქათმის სალათა ჩემი ბრენდი და წვენი რომელსაც ვითომდა ნატურალურის ამბავში ოდნავ უკეთესი ქიმისგაან ამზადებენ ვიდრე ჩემს ბავშობაში ”Zuko” -ს …მხიარულობა და მაქსიმალური რასიზმი,ღადაობა იმაზე რომ ჩემი ექს ქმარი შეყვარებულია თურმე მაგრამ ქართველი არაა???შეშფოთებული სახეები და ცინიზმის პიკი… კვლავ Ghostbusters ქართული რეკლამიდან რომელიც ძალიან მომწონს მაგრამ რეკლამის არსს არც თუ ისე კარაგათ გამოხტავს და ხვალ გუდაურში მივდივარ… pm: 07:25 ზარი მამცნობს რომ უნდა ავწიო ქუთუთოები,გამოვძვრე საბნიდან მოვისმინო დაქალების ჯუჯღუნი და წავიდე… ძლივს გამოფხიზლებული სახე,უცხო ადამიანი და ორი უსაყვარლესი..სნოუბორდით შეიარაღებული გამბუზია და მშვიდი გოცო…გზაში დალეული სარაჯიშვილი და ისტორები რომლებიც იყო…დიიდი ბუთუნა თოვლი და ამუშავებული უჯრედი რომელიც კოფეინს მთხოვს კატეგორიულად…სამსახური :))ბილბორდებით აჭრელებული და ნაცნობი სახეები რომლებსაც ვითომ გამოექეცი…
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment