28 November 2009

want-er :)


სიტყვა მინდა იმდენად ახლობელია ჩემთვის,ისეთ ფართო გამოყენებაშია და საერთოდ ეჭვი მაქ ჩემთვის შექმნეს ეს ბგერათა წყობა რომელსაც ყოველთვის უპოვი გაგრძელებას…ნუ საზოგადო მინდებზე ეხა არ ვწერ გაგახარებთ,არა ხო ვამბობ რა თუ რაღაც იდეოტოკრატია არ მომივიდა თავში და რაგაც არ დავალაგე და გადავწყვიტე მიჭირს ნაკუწებთან ჭიდაობა ზარმაცი ნუ…რაღაცეები მივკიბმოვკიბე ტვინთან ლუპა მივიტანე და ვთხოვე დამანახე რა ჯანდაბა გინდა მეთქი ხოდა შენო მაგისთვისო მე რო გითხრა რაღაცეები უნდა შეასრულოო ხოდა ეხაა რას დავპირდი სანაცვლოდ…

1.მინდა ჩემი დილა იწყებოდეს მხნეთ,ვირბინო,შხაპი,ჩაი და ყველაზე ჭკვიანი ცხოველის(ადამიანის)გამოფხიზლებული და სამუშაოთ მომართული მივდიოდე სამსახურში (და არა როგორც ახლა ძლივს გახელილი თვალებით,მოფარფატე,სიგარეტით,ყავით)


2.მინდა რომ სიგარეტი საერთოდ ჯოჯოხეთში გავისტუმრო (და არა როგორც ახლა აუ სიგარეტზე ჩავალ)

3.მინდა ბიბლიოთეკაში ვიარო და ვიკითხო ბევრი მომენატრა ძალიან კითხვა (და არა როგორც ახლა ბოლოს თეთრზე შავით დაწერილს რასაც გავეცანი cosmopolitani იყო ნუ თუ არ ჩავთვლი ამობეჭდილ ხელშეკრულებას რომელსაც დღეში მინიმუმ 70 ცალს ვხედავ)

4.მინდა რომ ცოტა ვჭამო და რაციონალურად ჯანსაღად ვიკვებო მერე რა რომ წიწიბურა არ მიყვარს (და არა როგორც ახლა თუ რამე მომხვდება რომ ყველაფერს სიამოვნებით ვღეჭ)

5.მინდა რომ სადაც კი საშუალება იქნება ვეცადო ფეხზე ვიდგე (და არა როგორც ახლა სამსახურში დადებული ტრაკი,სახში დადებული ტრაკი)

6.მინდა რომ ცოტა ხშირად გავიღიმო მინდა ეს თუ არა იმიტომ რომ ადამიანებს სიამოვნებთ(და არა როგორც ახლა ვიღაცის თუნდაც ცუდ ხუმრობაზე ისეთი სახე მივიღო რომ მეორე დღეს ისეთივე სახით მომესალმოს)

7.მინდა ადრე დავიძინო ხოლმე (და არა როგორც ახლა უი 3 დაიწყო ხო მაშინ დავიძინეფ)

8.მინდა უფრო პოზიტიური გავხდე (და არა როგორც ახლა ორაზროვანი გათიშული სახით მოარული ”ბაღლინჯოიანი” არსება)

ესე იგი როგორ ვიმედოვნეფ თქვენ არ იცით ჩავძახი კი არა დავკივივარ ორგანიზმის ყველა უჯრედს რო ეს თხოვნა კი არა მოთხოვნაა…ყველაფერი თუ შევასრულე ზედმიწვნით თუ არა დაახლოებით მაინც მგონია რომ 6 და 8 თავისით მოვა….ჩემი ემოციები გადამდებია ესე ამბობენ,და ისე მინდა ეს სიცოცხლე ჩემგან მოდიოდეს…რაღაც გავმკვრივდები ასე მგონია…დავმშვიდდები და ნუ ტვინთან პრეტენზიები და ამაყი მზერა მერე ნახეთ :))

p.s. შესაძლებელია რაღაცეები ჩავამატოო… ეს ისე by the way..

0 comments: