28 November 2009

time


აი იცი როგორი დილაა გარეთ რო მზეა,სინათლეა და ასოციაცია რო თბილა და კარგია გარეთ…მაგრამ სულაც არ მინდა გარეთ. ვზივარ ჩაის ვწრუპავ და იმხელა ქაოსია ტვინში,მუსიკაც კი არ ჩამირთავს…ჩაიც გაცივდა და მეზარება.ბლოგს მოვაკითხე რო რაღაცეები შევჩივლო?

როგორი უმადურია დრო,იწვალებ,ნერვებს მოიშლი,რაღაცას ეცდები მთელი შიგნეულობით და შმოგიბრუნდება ცინიკური ღიმილით და ყველაფერს მოჰხეკს და გადაგიყრის ერთბაშად შორს,ვგოდებ მოკლედ….ოხ როგორი თავხედიაახალგაზრდობა ხომ მიაქვს,წაიღოს ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა,მაგრამ ადამიანები მარტო ამას ვერ ვაპატიებ დროს რატო ერევა ადამიანებში…ურთიერთობები …მე მაინც ჩემთვის შევინახავ იმ მოგონებებს,ისინი მირჩევნია სუფთაა და კრიალა,შეცვლილი და დროისგან ნაძიძგნი არ მინდა,არ მინდა ახალი და სხვანაირი,არა მარტო სხვებისთვის არა,მეც,გამოჩდება ვიღაცა ვინც შენზე მეტი იცის ან შეილება არც იცის უბრალოდ საკითხი რომელიც შენთვის ცოტა ბუნდოვანია და სარჩელგამოტანილად ვერაფერს დაამტკიცებ,ვერ იმსჯელებ თავდაჯერებულად ,რაც ისე სიამაყით მავსებს ხოლმე და უცებ ჩდება საკუთარი თავისადმი მოკრძალება,რომ რაღაცის ძიებაში მერე შენში დალაგებული აზრები,უკვე კარგათ მოხარშული,ცეცხლზე გამოტარებული და გამოწრთობილიშენია და შეგიძლია ამტკიცო დაუსრულებლად…არამარტო მე,გეტყვის დაგარწმუნებს, ისე როგორც შენ დაარწმუნებდი.კითხვას დაგისვამს,შემოგხედავს და თითქოს ამოავსე ის სიბუნდოვნე,არა შენი ალტერნატივა ჩამოკიდე ამ გადაკვანძულ ძაფს მაგრამ მაინც მისია …რაღაც დარჩა და ნუ ნაკლებად დარწმუნებით მაგრამ იტყვი ალბათ ორი სიტყვით სადღაც,მეც შემიძლია.არა ბევრჯერ არ მითქვამს მაგრამ ასეა ხშირად ვენდობოდი ხოლმე ბრმად ამდაგვრებს და თითქოს ჩემი თავი საიდანღაც ამომყავდა,გამოსავალს ვეძებდი…მაგრამ ყველაზე დიდი გამოსავალი შენს ორგანოში იბადება, ყოველთვის მინდოდასწორი გზა მომეძებნა ყველაფრისთვის,მიმართულება მიმეცა და ისე გამევლო,ყოველთვის მინდოდა არ დავბნეულიყავი მაშინ როცა სწორად გაცემული პასუხიიყო მთავარი,მაგრამ რა უსასოო ვარ მაშინ,როგრც წესი 24 საათი მაინც მჭირდებარაღაცის დასკვნამდე მისასვლელად და მერე გული დამწყდება რა სწრაფად გადის დრო მეთქი ჩამოვჯდები და გაცვეთილი ფრაზებით ვისაუბრებ,გადატკეპნილ სიტყვებს ვიტყვი:”რა პატარაა ცხოვრება” მეთქი.ვისწავლე რმ თუნდაც იმას რაც ჩემთვის უცხოა და ისე შევისრუტე მაშინ,რომ მომწონდა შეხედულება,სულ ისე არ დავტოვე,გადავხარშე და გავოცდი..რამდენი შეცდომაა…დროო?რამეს დაგავიწყებს?არა ეს მხოლოდ ადამიანებმა მოიგონეს იმიტომ რო ბეზრდებათ,ახუნებს და ასხვაფერებს მაგრამ “იშლება” არავითარ შემთხვევაში,არაფერი არასდროს..მიუხედავად ჩემი ჰაერში მოფარფატე გონებისა,რომელიც დიდი ნებისყოფის მოკრებითა და ყველანაირი ცდით მაინც ვერ გავაჩერე ერთ ადგილას,მიზეზი არ ვიცი უმოძრაობა აღიზიანებს თუ ადგილი ვერ იპოვა,მაინც ვამტკიცებ რომარაფერი იშლება იქ სადღაც სიღრმეში მაინც…რაღაც ეტაპია,ეხლა ასეა..მერე ალბათ ,ეც ვისწავლი რაღაცეების დასაფლავებას და მინიმუმ 3დღე მაინც მეცმევა ძაძები,მივაყრი მტვერს დადავფარავ,მეც მოვალ და ვიტყვი,ეს მე არა დრომ არ შეიბრალათქო..საშინელებებს ჩადის ეს დრო საშინელებებს,აბა ყველაფერს ჩვენ ხო არ დავიბრალეთ?განვითარებული არსებები რომლებსაც ყვეფრის გაკეთება გვძალუძსრასაც კი მოვინდომებთ კითხვაზე პასუხს რომ ვერ გასცემ,შეუძლებელია არა?ხოდა სხვა რა გზა რჩება დავაბრალოთ რაღაცას,კი დამნაშავეა აბა რა თუნდაც იმაში რომ ის ავირჩიეთ რომ რაღაც ვაბრალოთ.ყველაფერს ვაპატიებ დროს გარდა დამიანებისა,დავაბრალო დროოს?არა ჩემთვის შევინახავ იმას ძველს და ახალს რომელიც გაცრეცილი და გამუსადეგარია გავატან ისე არა რომ დავადანაშაულო,მე არ ვიზამ,გავატან თითქს ეკუთვნოდა.მარტო მე ვერაფერს შევძლებ.. მედალს ორი მხარე აქვსო,სხვადასხვა რამ აწერია ორივე მხარეს,დროს დაბრალებული ვუარყავი არაფერსაც არ ვაწერ მერე მხარეს,ვტვებ ცარიელს,ვატან და არც ჩავებღაუჭები და გავეკიდები..გაუშვებ მაგრამ ღირს რაღაც სიცარიელეს რმელსაც ის დატოვებს ისევ მისგან მტანილი ამავსებს…

0 comments: