09 June 2010

just

იფიქრებთ ცუდ ხასიათზეაო არადა პირიქით :)))

25 May 2010

წელიწადის ყოველ დროს....

 ჯერ ქვევით სიმღერა ჩართეთ..მიყვარს მიყვარს მიყვარს და ეს ლექსი კიდე...





  წელიწადის ყველა დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხო-ს
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.
წელიწადის ყველა დროს 
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხო-ს
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.
წელიწადის ყველა დროს 
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხო-ს,
ოღონდ დარჩი კიდევ ხანს. 
წელიწადის ყველა დროს 
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხო-ს,
მერე რა რომ კოცნი სხვას. 
წელიწადის ყველა დროს 
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხო-ს,
 რა მოხდა რომ ეჭვი მკლავს .
წელიწადში არცერთ დროს
დღე-ღამეში არცერთ წამს
არაფერზე მეტყვი ხო-ს.
შენი მაინც მუდამ მწამს! 


23 May 2010

..........

miy

20 May 2010

მინდა ამოვძვრე კანიდან.......

რატომღაც ეს ლექსი გამახსენდა ისე გამახსენდა რომინდა თქვენც..




ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა,
ალბათ პატარა და მინდა
ღმერთო,დამინდე,ამინ,და
ანი ბანი და განი და.
მინდა ამოვძვრე კანიდან,
სიცოცხლე მინდა თავიდან.
სიკვდილიმინდა?-არ მინდა,
არა როგორმე გავუძლებ,
არა როგორმე ავიტან,
მხრით გოლგოთაზე ავიტან
დღეებს,რომელიც სვე-ბედმა
გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა.
ანი ბანი და განი და
ბედის ცამეტი განედი
ვერ გავისიგრძეგანე და
მისი უღრმესი ქანიდან
ვყვირივარ:ანი ბანი და
განი და დანი ზანი და
თანდათან თანი კანი და
ლანი და მანი მანი და
მე ნანი-ნანი-ნა მინდა.
ვეფხვის ტყავისა გაძრობა
ამ გატანჯული ტანიდან
და წასვლა იერუსალიმს,
კანას ქორწილში სმა მინდა.
მეგზურად მწყემსი ძმამინდა:
პანი და ჟარი რანი და
ფანი დაღანი და ყანი და
შანი ჩანი და ქანი და
ეზო-კარიდან,ყანიდან
მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის
მიტანა ქანაანიდან.
მე ცაზე ცანი ვცანი და
ჯანი და ძანი წანი და
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ვიწრო ბილიკის მაგიერ
ათი ათასი გზა მინდა,
მზის მუცელღების ხმა მინდა.
სანი და ჭანიხანი და
ვერძის შუბლიდან,ხარიდან
ისევ მნათობთა გზა მინდა,
ყოველ მნათობში ანთებულ
საიდუმლოში წვა მინდა...
ყველა ვარსკვლავში წვაინდა,
ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა,
ყველა ვარსკვლავის  ცვლა მინდა,
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ანი ბანი და განი და,
ღმერთო,ამ შუბლის ამინდი
ცხრა მზით ამინთე ,ამინ,და
ისევ ა-მინდა,ე-მინდა,
თეთრი ი-მინდა,ო-მინდა,
სანამ ცხოვრების ჰოემდე
მივალ ათასი ომიდან
ერთი ძლიერი უ-მინდა,
სამოთხის ვაშლი უმი,და
მერე შენს გვერდით თუ გინდა,
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, დამინდე დამინდა.

07 May 2010

many

ხოდა მიხარია,მარტო აღარ ვარ!მარტო აღარ დავჯგაბნი ხოლმე და სუნთაქვა აღარ შმეკვრება როცა წაიკითხავენ,ან გაიცინებენ,ან ხელს ჩაიქნევენ,ან იმედი გაუცრუვდებათ,ან რავიცი....
    შემომიერთდნენ,ცოტა გავხალისდი კიდეც და უფრო მეტი ენთუზიაზმიც მოვიდა,რაღაც მგონია ეხა იმხელა ჩავარდნები აღარ მექნება უფრო ნაკლებად მოვდუნდები და იდეებც უფრო მეტი  გამიჩდება ამათ ნადღაბნსაც რო წავიკითხავ...
      მიხარიხართ ქალებო!აბა თქვენ იცით !