25 May 2010

წელიწადის ყოველ დროს....

 ჯერ ქვევით სიმღერა ჩართეთ..მიყვარს მიყვარს მიყვარს და ეს ლექსი კიდე...





  წელიწადის ყველა დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხო-ს
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.
წელიწადის ყველა დროს 
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხო-ს
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.
წელიწადის ყველა დროს 
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხო-ს,
ოღონდ დარჩი კიდევ ხანს. 
წელიწადის ყველა დროს 
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხო-ს,
მერე რა რომ კოცნი სხვას. 
წელიწადის ყველა დროს 
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხო-ს,
 რა მოხდა რომ ეჭვი მკლავს .
წელიწადში არცერთ დროს
დღე-ღამეში არცერთ წამს
არაფერზე მეტყვი ხო-ს.
შენი მაინც მუდამ მწამს! 


0 comments: