28 November 2009
day after
და იგი დღე ორშაბათი…. ღამის მერე რომელიც ”თეთრად გავათენე” დილით ადგომა ეგზომ (რა სიტყვებს ვხმარობ:))მეზარებოდა…სად რა მოვიძიე და ამოვიცვი…მზე მეამა თვალებში რო მიჭვრიტინებდა…ყოველთვის ვაკვირდები ხოლმე მგზავრებს…ნუთუ მეც ესე მაწერია ხოლმე მიმიკაზე დარდი და რაღაც პრობლემა რომელიც გულს გიღრღნის და თუნდაც ”საარშუტო ტაქსშიც” არ გტოვებს…გული დამწყდება თუ ასეა… სამსახურის კიბეები…გრძელი დერეფანი ყოველთვის მოყიჟინე ხალხით სავსე…და ჩემი პატრა და თითქმის შესისხლხორცებული ”ვიპ რუმი”…ნათელი სახეები და რაგაც კარგი ემოცია მოდის მიუხედავად იმისა რო სულ ვწუწუნებ…ჩემი მუდამ არეული მაგიდა და უგვზოუკვლოდ მიმოფანტული ნივთები გამოუდეგარიც კი…რამდენიმე დღის წინ სია გავკეთეთ ყველა პრობლემა ამ ოთახში იჭრება რატომღაც…მერე თავში მოგდის რაღაც აზრები შემოდიან იღიმიან და რაღაც ამბიცია გიჩდება …ნუთუ შენ ესეთი კარგი ”ტიპი” ხარ და აურა გაქვს ნათელი,ყველაზე დიდი კულტურის მიმდევარი ხარ რომელსაც მოსმენა ჰქვია,გინდა ეს თუ არა,გსიამოვნებს თუ არა… ყველა ყველასთვის დევიზი ასეთია…ეგრეთწოდებული ”კუდი” ყოველთვის ფორმაშია და მზადყოფნაში…ცოტა ორიგინალობა,ცოტა კულტურა,ცოტა რაგაცეების ცოდნა და სულ ეს არის…თუ ეს მთლიანობა ქმნის ამ ყველაფერს…არადა როგორი სხვანაირები ვართ ყველა..ყველას ჩვენი სამყარო გვაქ და ხედვა…აქ თითქოს სადღაც გარეთ ტოვებ ამ ყველაფერს და მთლიანობის ნაწილი ხდები,ერწყმები და მიუხედავად იმისა რო ბრბოს როგორც ცნებას საშინლად უკმეხად უყურებ,აქ მავიწყდება…ხანდახან ყველაფერს აქ ვტოვებ და ”მე ” მივდივარ,ჩემი ეგოზმით,საშინელი ხასიათით და რაგაცეები წამყოლია კიდეც…ეს მე მგონია შეიძლება რო აქ ასე არაა..ვერ გაექცევი ”მეს” ვერსად და ამას ალბათ ხედავს 4 ადამიანი რომელიც კვირაში 5 დღე დილიდან საღამომდე მიტანს…
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment