28 November 2009
?
თურმე…თურმე მიღწეული მიზანი ვერასდოს დაგიბრუნებს იმას რაც მას შესწირე და შეალიე…ჩემს თავში რომ დავუწყო ძებნა მიზეზებს,რამდენ რამეს ვიპოვი…რასაც ასე აკოწიწებდი,რომელსაც იმედით გაღვიძებული დილა და წამების თვლა ერქვა თურმე არც ისე ადვილია გაუშვა… თუნდაც მოსანაკლულებლად არ გიღირდა ის გრძნობა რომელიც ასე პირდაპირპროპორციულია ახალთან რომელსაც ჩანაცვლება და იმედგაცრუება ჰქვია…მთავარია ბლოკი დაადო თორე გაგიშინაურდება …გადაულახავი არ არსებობს…მაგრამ ყველაფერს ისე ვერ გაატარებ ერთნაირად…ეს ბოლო დღეებია ”ბაღლინჯო” ხშირად მაკითხავს…საერთოდ უკიდურესობები მაიძულებს ხოლმე რაღაცის კეთებას მაგრამ ეხლა არა რატომღაც…სულ მეგონა რომ რასაც ფიქრობ უნდა თქვა კარგი თუ ცუდი…რაღაც მაკონტროლებელი გამიჩნდა ან დაჟანგული იყო და ეხლა აღდგა …ვგრძნოფ რო სითამამე მოჭარბდა..არ მინდა ერთბაშად დავიცალო…განსაზღვრება უნდა მივცე და ეკონომიურად მოვიხმარო…ისეთი ძნელი საშოვნელია ასეთი რესურსები…რაღაც მაწუხებს ვიცი…დიდი ხანია ერთფეროვნებაა და ლბათ მომბეზრდა, ემოცების ნაკლებობა საშინლად მაწუხებს…როგორც წესი დიდი ხანი არ მჭირდება ხოლმე იმის აღმოსაჩენად რა იქნებოდა იდეალური ამ ეტაპზე და რაში ჩავიძირებოდი ისე რომ ინტერესის კოეფიციენტი შკალაზე პიკს მიაღწვდა მაგრამ…ალბათ დიდი ხანი დუმდა,ხავსმა დაფარა ან გამოშრა და რაღაც ჭირდება იმისთვის რომ ისევ ისეთი იყოს როგორც ადრე…ნაუცფათევი მერე რო ღიმილს მგვრიდა ხოლმე…ისე მეშინია ესე არ დარჩეს..გამოსავალი უნდა მოვძებნო…უბრალოდ search დავქლიქო და მთლინად ყველა უჯრედი ჩავრთო ამ ძიებაში..სადღაც დევს და არ ვიცი და სანამ აქამდე მივიდოდე …მჭირდება ამ დროისთვის დაგროვილი განცდების თავმოყრა რომ მივუთითო რას ვსარჩავ
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment