საშინელ ხასიათზე ვარ აი ეიაფიატლაიოკუდლის ფერფლისფერ ხასიათზე ვარ...
უღიმამოდ ვატარებ რამდენიმე დღეს "კრესლოში" და უღიმამო სახით უყურებ მონიტორს რამდენიმე საათი,ერთი სული მაქვს როდის დამთვარდება ყველაზე მომაბეზრებელი,ძილის მომგვრელი და საშინელი საათები...მთავრდება,ვდგები,შედარებით კმაყოფილი ვრთავ კომპიუტერს და ვიცვლები უღიმღამო სახე 2-ით,მივდივარ სახლში სადაც საერთოდ მყუდროების ნატამალს ვერ ვხედავ,მივდივარ იმიტო რო უნდა მივიდე,არ მომდის თავში რა შეილება ვაკეთო საინტერესო და ბოლო გაჩერება ძილია,ვიძინებ.ვიღვიძებ თავ-გასიებული და უარესად უღიმღამოდ,მერე მოდის ღამე რომელიც თითქმის არ მძინავს....
არსად არაა იმის მუხტი ემოცია რომელიც რაღაცისკეთების ხალისს მომცემდა..მიუხედავად კარგი ამინდებისამიუხედავად იმისა რო ჩემი შვილი დღითი-დღე ჭკვიანდება და ხვდება როდის ვეფერები,საშინლად ცარიელი ვარ,საშინლად ბევრი პრობლემა მეტი სიმძაფრით მესახება და მომავალი მაშინებს...
არ მომწონს ჩემდამი დამოკიდებულებები რაღაც უსასოო ვარ და საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი,ვერაფერს ვაკეთებ ასე არ ყოფნისთვის და გაქცევა და გარიყვა მინდა, ვისგან,რისგან.გავიმეტებდი კი ასე?თითქოს ვიცი და თითქოს არ ვიცი კიდეც.ისეთი მძიმე სატარებელია მარტოსულობა,ჩაკეტილობა.ხანდახან მგონია რომ ყველამ იცის და ერიდებიან რა უნდა მითხრან რო...
თითქოს ყველაფერი მაქვს რომ ბედნიერი ვიყო საყვარელი ადამიანი გვერდით,პატარა რომელიც და ამ სიყვარულის დიდი end მუცელში ეს სხვისი თვალით...პატარა დეტალები იმდენად მემნიშვნელიანება:(
როგორ მეზიზღება ყველაფერი რაც "ფული" ამ სიტყვას უკავშირდება..თითქმის მანამდე დადის იმ პრობლემების უმეტესობა რომელიც ამ დეპრესიის გამომწვევ მიზეზთა სიაში მყავს...თავისუფლება მენატრება კიდე ძალიან,რაღაც სხვანაირი ვიყავი და ის მე მენატრება,დამოკიდებულება მძაბავს,ვალდებულებები ურთიერთობაში,იძულებიტი ემოციები რომლებიც უნდა გამოვხატო,ადრე ასე არ ვიზამდი არ გავიღიმებდი იქ სადაც არ მინდოდა,ასე ვეღარ ვიქცევი თუ აღარ არ ვიცი ან თუნდაც რატო ვეღარ? :(
მენატრება დედა
მენატრება თავისუფლება
მენატრება დამოუკიდებლობა
მენატრება ვალდებულებების გარეშე ცხოვრება
მენატრება ის დრო როცა ეხლანდელ დარდს ვერც კი წარმოვიდგენდი
მენატრება მყუდროების შეგძნება
მენატრება "შინ" და შინაგანი კომფორტი
იმდენად მენატრება მეშინია რო ძალიან ცუდი გავხდე :(ძალიან მენატრება,ძალიან მეშინია და ძალიან არ მინდა:(
აქ ვაფარებ ხოლმე თავს როცა ძალიან ცუდად ვარ,არავის არც ჩემი მოსმენა უნდა არც შეუძლია და ვერასდროს მიხვდება ზუსტად რისი თქმა ან რა მინდა :(
ხშირად მარტოსული მგონია თავი...
:(:(:(
0 comments:
Post a Comment